Sunday, June 15, 2014

             

13.12.13     ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში დაიწყო განხორციელება ახალი პროექტის ,,წარსულის გაცოცხლება“.  

დღეს პროექტის სტუმრები იყვნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების  ,,დავითფერულის“ ხელმძღვანელი და ოსტატი კობა ვერულაშვილი, ასევე მისი მოსწავლეები თემურ ყურაშვილი (დღეს უკვე საბრძოლო ხელოვნების პიარ–მენეჯერი  და მრავალგზის გამარჯვებული სხვადასხვა შეხვედრებში) და კახა ასათიანი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი.





 მათ გააკეთეს პრეზენტაცია  ქართული საბრძოლო ხელოვნების  სხვადასხვა მიმართულებებზე. ბატონმა კობამ  მოკლე მიმოხილვა გააკეთა ასევე ქართველთა ცხოვრების წესის შესახებ და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან,  წარმოადგინა მასალა ქართულ  საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებით. პრეზენტაცია განაგრძო თემურ ყურაშვილმა, მან ისაუბრა საინტერესოდ და კიდევ ერთხელ შეეცადა გამოეღვიძებინა  ქართული შემართება და სიძლიერის განცდა.






 საოცრად დადებითია კახა ასათიანის დამოკიდებულება ,,დავითფერულთან" მიმართებით. ის ბავშვობიდანვე ეზიარა ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, ძალიან უყვარს ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს და მისით არსებობს. 



 შეხვედრის შემდეგ ბავშვებს წარმოუდგინეს ქართული საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე ნიმუში:ხმალი, ხანჯალი, გურზი (ჯაჭვზე მობმული რკინის ბურთი) და ტაბარი (ორპირიანი ნაჯახი). აღნიშნული მასალის ხილვამ სიხარული და აღფრთოვანება მიჰგვარა ბავშვებს, ეს იყო საოცარი განცდა, ის რაც გენეტიკურად არის ჩადებული თითოეულ ჩვენგანში. ვაჟკაცობა ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი სულიერებასთან და კეთილშობილებასთან ერთად.



     მადლობას ვუხდით N15 საჯარო სკოლის დირექციას ყოველი პროექტის მხარდაჭერისათვის,  პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს, მადლობა დავითფერულის წარმომადგენლებს, ისინი მოხალისეობრივ საწყისებზე არიან ჩართული ამ პროექტში, პროექტს არ აქვს დაფინანსება, იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ იქნებიან დაინტერესებული პირები.













შეხვედრას ესწრებოდნენ:

 პროექტის ხელმძღვანელი : ნათია კალანდაძე

პროექტის მენეჯერები კობა ვერულაშვილი და N15 საჯარო სკოლის პედაგოგი ეთერ გუბელაძე

N15 საჯარო სკოლის პედაგოგი: თამილა ჩეჩელაშვილი

 საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები: ნიკა ახვლედიანი, საბა ფარჯანაძე

პროექტის მონაწილეები: სამანტა მარგველაშვილი, კოტე რეხვიაშვილი, გიორგი ბექელაძე, თორნიკე თათვიძე, გაგა დევიძე, ლუკა უკლება, ნიკა ჩაგუნავა, გიორგი ჩხენკელი, გიორგი მამასახლისი, მარიამ ქასრაშვილი, ირაკლი ხაბულიანი,თემურ კუჭუხიძე, გურამ ჟორჟოლიანი, ანა გაბუნია, ნინო ისაკაძე.






No comments:

Post a Comment