პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე
პროექტის კონსულტანტები: ლია კუხიანიძე, ნინო
თვალაბეიშვილი,ავთანდილ ტურაბელიძე,თემური ყურაშვილი
პროექტის მენეჯერები: კობა ვერულაშვილი და
ეთერ გუბელაძე
პროექტის კოორდინატორები: ინგა თათელიშვილი,დავით მეყანწიშვილი
პროექტის ტექნიკური მენეჯერი: კახა ასათიანი
საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები: ნიკა ახვლედიანი, საბა
ფარჯანაძე
პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს
ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების კიდევ ერთხელ გაცოცხლებას და ფართო საზოგადოებისათვის
გაცნობას.ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას და პოპულარიზაციას, მოსწავლეებში
ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას, პტრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ევროპული
და ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებას, გაღრმავებას, მეომრული სულისკვეთების ერის სამსახურში
ჩაყენებას და საზოგადოების გააქტიურებას ქვეყნის მომავლის გასაუმჯობესებლად.
პრობლემის აღწერა:
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული
კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა
მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც
ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო
საბრძოლო ხელოვნებებისგან. ამ ყველაფერს განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი,
დრო, ისტორია და ა.შ.ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ
ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს,
საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: მსოფლმხედველობრივი
დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები,
ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. თამაშობები:
ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის
სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და
სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები:
სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. საბრძოლო
სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო,
საფერხულო-რიტუალური. საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ,
სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები.საბრძოლო თამაშობები საქრთველოში ძალიან
ბევრი იყო და ისინი გამიზნული იყო იმისთვის, რომ თამაშ-თამაშ ჩამოყალიბებულიყო
სრულფასოვანი მებრძოლი, რომელიც თამაშების მეშვეობით შეიძენდა იმ უნარ-თვისებებს,
რომლებიც საბრძოლო ხელოვნებაში იქნებოდა გამოსაყენებელი: დგომი, სისწრაფე, შეჯახებაში
მდგრადობა, ყურადღება. (http://urakparaki.com/?m=4&ID=2355)
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია
ნებისმიერ ქართველს აინტერესებს ის, თუ რა გზით, რა საშუალებით იცავდნენ ჩვენი
წინაპრები სამშობლოს. დღეს, როცა ახალგაზრდებზე ტექნიკური პროგრესი თავისებურ
გავლენას ახდენს, ცხადია უფრო მეტად გიჩნდება სურვილი: სოციალურ ქსელებბში
დაკარგული მეგობრობა რეალური გახდეს, უფრო მეტად ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხვედრის
სურვილი, მსჯელობდნენ ადამიანურ ღირებულებებზე და სწორად აფასებდნენ მას.
ადამიანობა, ზნეობა, მორალი ერთმანეთში შეზრდილი და ჩამოყალიბებული იყო დროთა
განმავლობაში ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. წინაპრების საქმიანობის გაცნობა, წინ
წამოწევა და აღნიშნულის საფუძველზე ურთიერთპატივისცემა, სამშობლოს სიყვარული და
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათავისება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების
გაჯანსაღებას, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად.
Add caption |
No comments:
Post a Comment