Thursday, May 14, 2015


                                                     თამარობა  გეგუთში

დღეს საოცრად ლამაზი დღე იყო....ერთად ვესტუმრეთ გეგუთს...

გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია,იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით მდ. რიონის ნაპირას. ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის, როგორც მატიანე მოწმობს, გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ციხე-დარბაზში სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრეული(VIII-IXსს.)გეგმით მარტივი, დიდბუხრიანი სათავსო, ე.წ სანადირო სახლი,რომელშიც შემდგომში მრავალოთახიანი დიდი ციხე-დარბაზის სამზარეულოს ფუქნციას ასრულებდა. XII საუკუნეში თლილი ქვის მაღალ სამმეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხ იარუსიანი ციხე-დარბაზი. მისი მთავარი ნაწილია 14-მეტრიანი გუმბათით გადახურული ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი, სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები. მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული. მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.




 პროექტის ,,წარსული გაცოცხლება" (ხელმძღვანელი:ნათია კალანდაძე) ,,დავითფერულისა" (ხელმძღვანელი:კობა ვერულაშვილი) და ქუთაისის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალის (მმართველი:როლანდ ისაკაძე)  ერთობლივი  ღონისძიებით, თამარობას– 14 მაისს,  გეგუთის კულტურის სახლში   წარვადგინეთ დადგმა ,,ბასიანის ბრძოლა". მადლობას ვუხდით გეგუთის კულტურის სახლის დირექტორს ქ–ნ ლია ხოტივარს და გეგუთის N1 საჯარო სკოლას აქტიური თანამშრომლობისათვის, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში. 



ვიდრე დაიწყებოდა წარმოდგენა....





მსჯელობა მომავლის გეგმებზე....





წარსულის ერთი ფრაგმენტის გაცოცხლება სცენაზე...



მეფე თამარი დავით სოსლანთან და დიდებულებთან ერთად........




რუქნ ად დინის ელჩი მეფე თამართან......



სბრძოლო ხელოვნება: ,,დავითფერული"



საბრძოლო ყიჟინა დასცეს........












No comments:

Post a Comment