Thursday, May 14, 2015


                                                     თამარობა  გეგუთში

დღეს საოცრად ლამაზი დღე იყო....ერთად ვესტუმრეთ გეგუთს...

გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია,იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით მდ. რიონის ნაპირას. ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის, როგორც მატიანე მოწმობს, გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ციხე-დარბაზში სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრეული(VIII-IXსს.)გეგმით მარტივი, დიდბუხრიანი სათავსო, ე.წ სანადირო სახლი,რომელშიც შემდგომში მრავალოთახიანი დიდი ციხე-დარბაზის სამზარეულოს ფუქნციას ასრულებდა. XII საუკუნეში თლილი ქვის მაღალ სამმეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხ იარუსიანი ციხე-დარბაზი. მისი მთავარი ნაწილია 14-მეტრიანი გუმბათით გადახურული ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი, სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები. მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული. მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.




 პროექტის ,,წარსული გაცოცხლება" (ხელმძღვანელი:ნათია კალანდაძე) ,,დავითფერულისა" (ხელმძღვანელი:კობა ვერულაშვილი) და ქუთაისის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალის (მმართველი:როლანდ ისაკაძე)  ერთობლივი  ღონისძიებით, თამარობას– 14 მაისს,  გეგუთის კულტურის სახლში   წარვადგინეთ დადგმა ,,ბასიანის ბრძოლა". მადლობას ვუხდით გეგუთის კულტურის სახლის დირექტორს ქ–ნ ლია ხოტივარს და გეგუთის N1 საჯარო სკოლას აქტიური თანამშრომლობისათვის, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში. 



ვიდრე დაიწყებოდა წარმოდგენა....





მსჯელობა მომავლის გეგმებზე....





წარსულის ერთი ფრაგმენტის გაცოცხლება სცენაზე...



მეფე თამარი დავით სოსლანთან და დიდებულებთან ერთად........




რუქნ ად დინის ელჩი მეფე თამართან......



სბრძოლო ხელოვნება: ,,დავითფერული"



საბრძოლო ყიჟინა დასცეს........












Sunday, June 15, 2014

             

13.12.13     ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში დაიწყო განხორციელება ახალი პროექტის ,,წარსულის გაცოცხლება“.  

დღეს პროექტის სტუმრები იყვნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების  ,,დავითფერულის“ ხელმძღვანელი და ოსტატი კობა ვერულაშვილი, ასევე მისი მოსწავლეები თემურ ყურაშვილი (დღეს უკვე საბრძოლო ხელოვნების პიარ–მენეჯერი  და მრავალგზის გამარჯვებული სხვადასხვა შეხვედრებში) და კახა ასათიანი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი.





 მათ გააკეთეს პრეზენტაცია  ქართული საბრძოლო ხელოვნების  სხვადასხვა მიმართულებებზე. ბატონმა კობამ  მოკლე მიმოხილვა გააკეთა ასევე ქართველთა ცხოვრების წესის შესახებ და პარალელი გაავლო დღევანდელობასთან,  წარმოადგინა მასალა ქართულ  საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებით. პრეზენტაცია განაგრძო თემურ ყურაშვილმა, მან ისაუბრა საინტერესოდ და კიდევ ერთხელ შეეცადა გამოეღვიძებინა  ქართული შემართება და სიძლიერის განცდა.






 საოცრად დადებითია კახა ასათიანის დამოკიდებულება ,,დავითფერულთან" მიმართებით. ის ბავშვობიდანვე ეზიარა ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, ძალიან უყვარს ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს და მისით არსებობს. 



 შეხვედრის შემდეგ ბავშვებს წარმოუდგინეს ქართული საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე ნიმუში:ხმალი, ხანჯალი, გურზი (ჯაჭვზე მობმული რკინის ბურთი) და ტაბარი (ორპირიანი ნაჯახი). აღნიშნული მასალის ხილვამ სიხარული და აღფრთოვანება მიჰგვარა ბავშვებს, ეს იყო საოცარი განცდა, ის რაც გენეტიკურად არის ჩადებული თითოეულ ჩვენგანში. ვაჟკაცობა ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი სულიერებასთან და კეთილშობილებასთან ერთად.



     მადლობას ვუხდით N15 საჯარო სკოლის დირექციას ყოველი პროექტის მხარდაჭერისათვის,  პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს, მადლობა დავითფერულის წარმომადგენლებს, ისინი მოხალისეობრივ საწყისებზე არიან ჩართული ამ პროექტში, პროექტს არ აქვს დაფინანსება, იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ იქნებიან დაინტერესებული პირები.













შეხვედრას ესწრებოდნენ:

 პროექტის ხელმძღვანელი : ნათია კალანდაძე

პროექტის მენეჯერები კობა ვერულაშვილი და N15 საჯარო სკოლის პედაგოგი ეთერ გუბელაძე

N15 საჯარო სკოლის პედაგოგი: თამილა ჩეჩელაშვილი

 საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები: ნიკა ახვლედიანი, საბა ფარჯანაძე

პროექტის მონაწილეები: სამანტა მარგველაშვილი, კოტე რეხვიაშვილი, გიორგი ბექელაძე, თორნიკე თათვიძე, გაგა დევიძე, ლუკა უკლება, ნიკა ჩაგუნავა, გიორგი ჩხენკელი, გიორგი მამასახლისი, მარიამ ქასრაშვილი, ირაკლი ხაბულიანი,თემურ კუჭუხიძე, გურამ ჟორჟოლიანი, ანა გაბუნია, ნინო ისაკაძე.






პრეზენტაცია,,წარსულის გაცოცხლება"


პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე


პროექტის 

კონსულტანტები: ლია კუხიანიძე, ნინო თვალაბეიშვილი,ავთანდილ    ტურაბელიძეთემური ყურაშვილი

პროექტის მენეჯერები: კობა ვერულაშვილი და ეთერ გუბელაძე

პროექტის კოორდინატორები: ინგა თათელიშვილი,დავით მეყანწიშვილი

პროექტის ტექნიკური მენეჯერი:  კახა ასათიანი

საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები: ნიკა ახვლედიანი, საბა ფარჯანაძე



  • საბა ფარჯანაძემ და ნიკა ახვლედიანმა მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას გააცვნეს აღნიშნული პროექტის მიზნები და ამოცანები. ისაუბრეს, იმსჯელეს პროექტის მომავალზე, მისი განხორციელების გზებზე. მონაწილეობა გადაუხადეს იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის მიღებაზე.




  • პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდება აღნიშნეს თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მისი საქმედ ქცევა, ღირებულებების გათავისება. ქართული, ეროვნული ფასეულობების გაფრთხილება,  ზრუნვა მომავალ თაობებზე.



პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე

პროექტის კონსულტანტები: ლია კუხიანიძე, ნინო თვალაბეიშვილი,ავთანდილ ტურაბელიძე,თემური ყურაშვილი

პროექტის მენეჯერები: კობა ვერულაშვილი და ეთერ გუბელაძე

პროექტის კოორდინატორები: ინგა თათელიშვილი,დავით მეყანწიშვილი

პროექტის ტექნიკური მენეჯერიკახა ასათიანი

საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები: ნიკა ახვლედიანი, საბა ფარჯანაძე


პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების კიდევ ერთხელ გაცოცხლებას და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას და პოპულარიზაციას, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას, პტრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ევროპული და ქართული ცნობიერების ჩამოყალიბებას, გაღრმავებას, მეომრული სულისკვეთების ერის სამსახურში ჩაყენებას და საზოგადოების გააქტიურებას ქვეყნის მომავლის გასაუმჯობესებლად.

პრობლემის აღწერა: 

ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია  თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. ამ ყველაფერს  განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ.ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები.საბრძოლო თამაშობები საქრთველოში ძალიან ბევრი იყო და ისინი გამიზნული იყო იმისთვის, რომ თამაშ-თამაშ ჩამოყალიბებულიყო სრულფასოვანი მებრძოლი, რომელიც თამაშების მეშვეობით შეიძენდა იმ უნარ-თვისებებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნებაში იქნებოდა გამოსაყენებელი: დგომი, სისწრაფე, შეჯახებაში მდგრადობა, ყურადღება. (http://urakparaki.com/?m=4&ID=2355)
  აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია ნებისმიერ ქართველს აინტერესებს ის, თუ რა გზით, რა საშუალებით იცავდნენ ჩვენი წინაპრები სამშობლოს. დღეს, როცა ახალგაზრდებზე ტექნიკური პროგრესი თავისებურ გავლენას ახდენს, ცხადია უფრო მეტად გიჩნდება სურვილი: სოციალურ ქსელებბში დაკარგული მეგობრობა რეალური გახდეს, უფრო მეტად ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი, მსჯელობდნენ ადამიანურ ღირებულებებზე და სწორად აფასებდნენ მას. ადამიანობა, ზნეობა, მორალი ერთმანეთში შეზრდილი და ჩამოყალიბებული იყო დროთა განმავლობაში ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. წინაპრების საქმიანობის გაცნობა, წინ წამოწევა და აღნიშნულის საფუძველზე ურთიერთპატივისცემა, სამშობლოს სიყვარული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათავისება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გაჯანსაღებას, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად.



Add caption